,,მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს...”

  ჩვენი პროექტი ეხება პოეტების მეფის - გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებას.ვმსჯელობთ, ვეძებთ და ვპოულობთ მასალებს პოეტის ცხოვრებიდან. ვესაუბრებით მის თანამედროვეებს, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ფოტოალბომისა და სლაიდშოუს შესაქმნელად. ,,შრომა, ცოდნა და სიმართლე, აი, ესაა მთავარი!” - ამბობდა გალაკტიონი და ჩვენც ჩვენსავე იარაღად ვაქციეთ ეს სიტყვები.
  პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვინახულეთ გალაკტიონის სახლ-მუზეუმი თბილისში, გავეცანით მუზეუმის თანამშრომლებს, შევხვდით და ვესაუბრეთ პოეტ გალაკტიონოლოგ ვახტანგ ჯავახაძეს. მან მეტად საინტერესო ლექცია წაგვიკითხა და მოკლე დროში თითქმის ყველაფერი გვითხრა, თუმცა სათქმელი ჯერ კიდევ ბევრია. მან მოიწონა ჩვენი მუშაობა და ბევრი საგულისხმო ცნობა მოგვაწოდა, როგორც გალაკტიონის ცხოვრების მკვლევარმა მეცნიერმა. ყველაფერი, რაც კი მოვიპოვეთ, ავსახეთ ჩვენს პროექტში. რაც შეეხება წინაპრის ნაკვალევს, ჩვენმა მოგზაურობამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა თითოეულ ჩვენგანზე. შთაბეჭდილებებით სავსე კვლავ მაგიდას მივუსხედით მასალის ანალიზისათვის.პოეტის მშობლიურმა ეზომ, სახლმა, გარემომ, მისმა მონუმენტურმა ქანდაკებამ ჩვენც შთაბეჭდილებებით აგვავსო. პირდაპირ ამ ეზოში ჩავატარეთ გაკვეთილი ღია ცის ქვეშ. ლეგენდარული იასამნის ბუჩქი, ნელი სიოს დაბერვაზე ირხეოდა. ჩვენ კი მზერა ზეცისაკენ მიგვეპყრო, თითქოს დავმუნჯებულიყავით. ახლა ნამდვილად შეგვეძლო გვეთქვა: შეჩერდი წამო , რაოდენ მშვენიერი ხარ! და ჩვენც ხარბად დავეწაფეთ გალაკტიონის პოეზიას .  
  თბილისში დაბრუნებულებს კვლავ არ გვასვენებდა შთაგონება. ახლა ლიტერატურის მუზეუმს მივაშურეთ. ახალგაზრდა მხატვარ-დეკორატორის მარი გირკელიძის ნამუშევრები დავათვალიერეთ. საინტერესო იყო ტკბილეულის წიგნების შექმნის იდეა. აგრეთვე სიურეალისტური მხატვრობის ნიმუშები. 
  ჩანაფიქრის განსახორციელებლად და დასაფიქრებლად უწმინდეს ადგილს მივმართეთ.,,ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ...”. ხელისგულივით ჩანდა თბილისი დიდი ბორბლის ილუმინატორიდან. ელვარებდა ფერთა სამყარო, ჰორიზონტზე იკვეთებოდა ჩამავალი მზის სხივი. დიდებული იყო წამი, დაღლილობა გამქრალიყო: ,,ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში, არ ჩანდა შენაპირი”...


Сообщения отсутствуют.
Сообщения отсутствуют.

,,ვიცნობ ბაგეებს, ვიცნობ ხელებს,

        ათასი მხვდება ბაგე და ვარდი,

          ნუთუ ზეცაო ,

            ვით მე მიყვარს შენი დიდება,

                ისე გიყვარდი?!”

ჩვენი მისამართია

თბილისის 190-ე საჯარო სკოლა, სამღერეთის 3, 66-70-74, 890 251 428, 190skola@gmail.com